ამერიკული სამხედრო გემის კაპიტანს, საიდანაც სირიული ავიაბაზა დაიბომბა, პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპმა ანდრიე სლოუს პირადად დაურეკა. ამერიკელებმა ჰომსის აეროდრომი მას შემდეგ დაბომბეს, რაც იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მცხოვრებლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ბარბაროსულ აქტზე ვაშინგტონი პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს.