უნგრეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბუდაპეშტის ქუჩებში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, ხელი არ მოაწეროს ახალ კანონპროექტს, რომელიც უნივერსიტეტის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში 90-იან წლებში ჯორჯ სოროსმა დააარსა.