ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ მიიღო. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.
ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის განკარგულებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას პოლიციასთან ერთად, სამხედრო შენაერთებიც უზრუნველყოფენ.
საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.