შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ჰელგა ჰულმანმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანებში წარსდგება. მას ადვოკატი სახელმწიფო ხაზინიდან დაენიშნა. მანამდე პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკეთის მოქალაქე დააპატიმრა. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტოკჰოლმში 2 დღის წინ განხორციელდა. ტერორისტი გატაცებული სატვირთო მანქანით ტროტუარზე აიჭრა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა.