სომალიში დღესძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად მოგადიშოსთან მდებარე სამხედრო ბაზა გახდა. ბაზის ტერიტორიაზე თავი სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.