სამხრეთ ოსეთში დეფაქტო საპეზიდენტო არჩევნები შედგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ არაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. მისივე თქმით, 14 საათისთვის ხმა ელექტორატის 52 პროცენტს ჰქონდა მიცემული. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმიც ტარდება, რომელზეც დეფაქტო რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის საკითხია გამოტანილი. საერთაშორისო საზოგადოება არც დეფაქტო არჩევნების და არც რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.