ამერიკელების მიერ ჰომსის ავიაბაზის დაბომბვა სირიის დედაქალაქში გააპროტესტეს. ანტიამერიკული ლოზუნგებით დამასკოს დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონი სირიის წინააღმდეგ ღია აგრესიაში დაადანაშაულეს და პრეზიდენტ ასადს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სახელისუფლო ძალების აეროდრომი ამერიკელებმა 3 დღის წინ დაბომბეს.