ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ოპოზიციის ლიდერის, ენრიკე კაპრილასის მხარდასაჭერად კარაკასის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მანამდე კაპრილასს უმაღლესმა სასამართლომ 15 წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა. მას ბრალი მარანდას გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას გამოვლენილ ადმინისტრაციულ დარღვევებში დასდეს. ოპოზიციის აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.