იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპული თითოეული ადამიანი რუსეთის სინდისზეა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გამოცემა „სანდეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მომხდარზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის მთავარი სპონსორია,“-აღნიშნა მაიკლ ფელონმა. ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური თავდასხმა 4 აპრილს განხორციელდა, რასაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.