მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა რუსეთში. მოსკოვის სიახლოვეს ერთმანეთს სამგზავრო მატარებლები შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. 12 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ავარიის მიზეზი ნასვამი მამაკაცი გახდა, რომელმაც სიბნელეში რელსებზე გადაირბინა. მემანქანე იძულებული გახდა ელექტომუხრუჭი გამოეყენებინა. დამუხრუჭების შემდეგ ქალაქის მატარებელს უკნიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.