ცხინვალი დეფაქტო პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ რესპუბლიკაში დღეს ტარდება. მასში მონაწილეობას 3 კანდიდატი, მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ალან გაგლოევი იღებს. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმიც ტარდება სამხრეთ ოსეთისთვის ალანიის რესპუბლიკის დარქმევის ინიციატივით. საერთაშორისო საზოგადოება ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არ ცნობს, რაზეც გუშინ ოფიციალური განცხადებები ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააკეთეს, თუმცა როგორც დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, დასავლეთის განცხადებებს ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. საარჩევნო უბნები არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა. სულ არჩევნებზე 32 ათას 736 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.