ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ფორინ ოფისი იტყობინება. ბორის ჯონსონი რუსეთში ვიზიტს 10 აპრილს გეგმავდა, თუმცა სირიაში განვითარებული მოვლენების გამო ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბრიტანეთი ერთ-ერთი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებიდან, ვინც რუსეთი ასადის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერისთვის მწვავედ გააკრიტიკა.