ბრიუსელი ცხინვალის დეფაქტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს. საგანგებო განცხადებას ევროკავშირის საგარეო უწყება აქვეყნებს. „ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს არის დაგეგმილი. ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილავს,“-ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ანალოგიური განცხადება გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.