ბაქოში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ამის მიზეზი ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც იასამალის რაიონში ტარდება. აქციის ჩატარების უფლება ოპოზიციამ 9 აპრილს ითხოვა, თუმცა ქალაქის მერეამ მიტინგის 8 აპრილს ჩატარების სანქცია გასცა. აქციის მონაწილეები პროტესტს კორუფციას უცხადებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.