ძლიერი ხანძარი ფლორიდაში. ცეცხლი გვიან ღამით საცხოვრებელ კომპლექსს გაუჩნდა და რამდენიმე შენობა გაანადგურა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. შენობიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.