სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. უკვე მე-5 დღეა, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ოპოზიცია პრემიერ ვუჩიჩს კორუფციაში ადანაშაულებს და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 2 აპრილს ჩატარდა.