ჰონკ კონგის მცხოვრებლები უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ქალაქის ქუჩებში დონალდ ტრამპი, ბარაქ ობამა და კიმ ჩენ ინი რამდენიმე საათი დასეირნობდნენ. მათმა დანახვამ ჰონგ კონგელები თავიდან შოკში ჩააგდო, თუმცა ქალაქის მცხოვრებლები მალე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე მსახიობები იდგნენ. ყოფილ და მოქმედ ლიდერებთან ერთად სელფის გადაღების მსურველებიც გამოჩდნენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის გამხიარულება სურდათ.