მასობრივი არეულობები ვენესუელაში. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. შეტაკებებს 19 წლის დემონსტრანტი ემსხვერპლა. ჯაირო ორტიზის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურმა კარაკასმა უკვე დაადასტურა. ოპოზიცია ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.