საბერძნეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ათენის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებს პენსიების ერთი პროცენტით შემცირებას და გადასახადების ერთი პროცენტით გაზრდას დაჰპირდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. 2020 წლისთვის ათენი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას სამნახევარი მილიარდით გეგმავს.