ამერიკელების მიერ სირიული აეროდრომის დაბომბვის ფაქტს გერმანიის კანცლერიც გამოეხმაურა. „შეერთებული შტატების ქმედება სრულებით გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ იმ სამხედრო დანაშაულებს, რომელიც სირიაში ხდება, თუ გავითვალისწინებთ უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას და გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე რეზოლუციების დაბლოკვას,“-აღნიშნა ანგელა მერკელმა. შეერთებულმა შტატებმა სირიის სახელიწუფლო ზალების ავიაბაზა დღეს გამთენიისას დაბომბა.