ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება „ეტა“ ხვალ იარაღს ოფიციალურად დაყრის და შეიარაღებულ წინააღმდეგობას შეწყვეტს. ბასკური ორგანიზაცია 1959 წლის 31 ივლისს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი ესპანეთში ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. 40-წლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ათასობით კი დაშავდა. „ეტამ“ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე განცხადება 2011 წელსაც გააკეთა, მაგრამ არ განიარაღებულა.