ამერიკელების მიერ სირიული აეროდრომის დაბომბვას ევროპის საბჭოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. „სარაკეტო დარტყმები იყო აუცილებელი დემონსტრირება იმისა, რომ ბარბაროსული იარაღის გამოყენების საზარელი აქტი ურეაქციოდ არ დარჩა. ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ სირიაში სისასტიკეს ბოლო მოუღოს,“-აღნიშნა დონალდ ტუსკმა. შარიათის ავიაბაზა ამერიკელებმა დღეს გამთენიისას დაბომბეს.