ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს დილით საავადმყოფოში ვესტმისტერის ხიდზე დაშავებული კიდევ ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 31 წლის რუმინელი ტურისტის, ანდრეა კრისტიას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მასშტაბური ტერორისტული აქტი ვესტმისტერის რაიონში 22 მარტს განხორციელდა. ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა.