დიდი ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ის მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მთავრობა სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ქმედებებს და ფიქრობს, რომ ეს იყო „სწორი პასუხი“ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ღამით, აშშ-მა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განახორციელა, რომლის სამიზნეც იყო შაირუტის საავიაციო ბაზა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ის ქმედებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სარაკეტო დარტყმა იყო სწორი პასუხი სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.