საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგგერი ეწვევა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯალაღანიას ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისს 25 ივნისს ეწვევა და ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შეხვდება.
"ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისის ავსტრიელი ბიზნესმენების საკმაო წარმომადგენლობითი დელეგაციაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართულ-ავსტრიული ბიზნეს ფორუმი", - აღნიშნა ჯალაღანიამ.