ისლამურმა სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მასობრივი სიკვდილით დასჯა მოაწყვეს. ამის შესახებ ლონდონში ბაზირებული ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დეირ-ეზ-ზორში ისლამისტებმა სიკვდილით 33 ადამიანი მოკლეს. ისინი ორმოში ჩაყარეს, სადაც წვეტიანი ბოძები იყო ჩარჭობილი.