ასტრახანში ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო. ამის შესახებ ისლამისტები საკუთარ პორტალი Amaq-ზე იტყობინებიან. მათივე მტკიცებით, გვარდიელებზე თავდასხმა სწორედ იმ პირებმა განახორციელეს, რომლებმაც 4 აპრილს ასტრახანში ორი პოლიციელი მოკლეს. 4-ვე თავდამსახმელი ლიკვიდირებულია.