ნიდერლანდებში წიგნების ცნობილი გამავრცელებელი Kruidvat ხმაურიან სკანდალში გაეხვა. გაყიდვაში რიტეილერმა საბავშვო გასაფერადებელი წიგნი ჩაუშვა, რომლის ერთ-ერთ გვერდზე ჰიტლერია გამოსახული. ნაცისტური გერმანიის ლიდერს ხელზე ფაშისტური სვასტიკა აქვს. მომხდარის გამო Kruidvat-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში უკვე მოიხადა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, წიგნი ინდოეთშია გამოცემული, თუმცა როგორ მოხვდა მასში ჰიტლერის ფიგურა, გაურკვეველია.