2017 წელს ევროპა ნოსტრას მიერ 39 ქვეყნის 202 მონაწილეს შორის 18 ევროპული ქვეყნის 29 გამარჯვებული გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ევროპული ჯილდო - ევროპა ნოსტრა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, საქართველოში ტრადიციული რეწვის კვლევის, დაცვის, განვითარებისა და სფეროს სოციალური ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფისთვის მოიპოვა - ნომინაციაში „ფორმალური და არაფორმალური განათლება - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებით გასული 5 წლის განმავლობაში ჩაატარა ტრადიციული რეწვის დარგის სოციალურ ეკონომიკური კვლევა, შეიმუშავა სფეროს განვითარების რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა; საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა რამდენიმე ასეული ტრენინგი და მასტერკლასი 300ზე მეტი ოსტატისთვის; თბილისში და საქართველოს 22 რეგიონში ამოქმედა და გახსნა ხელნაკეთი ნივთების 22 სახელოსნო, რომლის ოსტატებს ცალკე ვალდებულებით დააკისრა საკუთარი ცოდნისა და ძველი ტრადიციების გადაცემა ახალი თაობისთვის.
პროექტის დასკვნით ნაწილში ჩატარდა პირველი ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“, რომელიც მსოფლიოს ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო ბაზრობების ფორმატში განხორციელდა, მსოფლიოს მთავარი არტიზანების, მარკეტოლოგებისა და დიზაინერების მონაწილეობით.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2017 წლის გამარაჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 15 მაისს ფინეთის ქალაქ ტურკუს წმ. მიქაელის ეკლესიაში და მას წარუძღვებიან ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი და მაესტრო პლასიდო დომინგო. ცერემონიას დაესწრება 1200-მდე ადამიანი: მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალები, მოხალისეები და მხარდამჭერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლები მასპინძელი და წევრი ქვეყნებიდან.
მოქალაქეებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა აქვთ ხმა მისცენ პროექტებს პრიზის „საზოგადოების რჩეული“ მფლობელის გამოსავლენად. ხმის მიცემის დროს მათ აქვთ შანსი მოიგონ 2 კაციანი საგზური დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2017 წლის 15 მაისს ფინეთის ისტორიულ ქალაქ ტურკუში. ცერემონიაზე დასახელდება გრან პრის /€10,000-იანი ფულადი პრემიის 7 მფლობელი და პრიზის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 2006 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აღმოჩნდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელმაც მოიპოვა ევროპა ნოსტრას მედალი ტიმოთესუბნის XII-XIIIსს. მონასტრისკედლისმხატვრობისუნაკლოკონსერვაციისთვის.
2015 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ორგანიზაციის საიუბილეო 20 წლისთავზე, ევროპა ნოსტრას ჟიურის გადაწყვეტილებით, `კულტურულიმემკვიდრეობისსფეროშიგაწეულიღვაწლისთვის~, „სპეციალური აღნიშვნის“ ჯილდო მიიღი.
ხელოვნების საერთაშოორისო ცენტრის მუშაობის შედეგად, ევროპა ნოსტრამ 2016 წელი საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.