ახალ ზელანდიაში სტიქიას ებრძვიან. ტროპიკულმა ციკლონმა „დებიმ“ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს გადაუარა. ძლიერ ქარიშხალს თან წყალდიდობა და მეწყერი დაერთო. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.