ლიბიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 700-მდე მიგრანტი დაღუპვას გადაარჩინეს. ლტოლვილები იტალიის სანაპიროებამდე მიღწევას რეზინის ნავებით ცდილობდნენ. მალტის არასამთავრობო ორგანიზაციის გემმა მათ დროულად მიუსწრო. მიგრანტებს დახმარება უკვე აღმოუჩინეს.