მორიგი თავდასხმა ისრაელში. ახალგაზრდა პალესტინელი იორდანეს დასავლეთ სანაპირიზე ხალხში მანქანით შეიჭრა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება შეძლო. პალესტინელთა თავდასხმებს 2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე ისრაელში 39 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი ტურისტიცაა.