სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ აკბარჯონ ჯალილოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულია შუა აზიის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგელ ტერორისტთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. მათი ბინები სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს. მასშტაბური ტერორისტული აქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს განხორციელდა. აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა.