თეთრი ღვინო კბილის ემალს აზიანებს. შესაბამისი დასკვნა სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შედეგად გააკეთეს. მათი აზრით, თეთრი ღვინის შემადგენელი კომპონენტები აგრესიულად ზემოქმედებს კბილის ემალზე და მას კალციუმსა და ფოსფორს აცლის.
სპეციალისტები მანამდე მიიჩნევდნენ, რომ კბილს წითელი ღვინო აზიანებდა, თუმცა ახლა ექსპერტების მტკიცებით, თეთრ ღვინოში არსებული მჟავა კბილებს უფრო აქტიურად აზიანებს, ვიდრე ამავე ნივთიერების შემცველი წითელი ღვინო.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თეთრ ღვინოს თუ ყველთან ერთად მიირთმევთ, ეს კბილს დაიცავს და ემალს შეუნარჩუნებს. კერძოდ, განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალი ხარისხის ყველი, რომელიც კალციუმის მნიშვნელოვან კონცენტრაციას შეიცავს.
სპეციალისტებისვე რჩევით, თეთრ ღვინოსთან ერთად არ შეიძლება მარწყვისა და ხილის წვენის მიღება, რადგან ეს პროდუქტები მჟავის დამანგრეველ ზემოქმედებას ზრდის.
საინტერესოა, რომ სტომატოლოგები გვირჩევენ, კბილები თეთრი ღვინის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ გავიხეხოთ, რადგან უნდა დაველოდოთ, ვიდრე ნერწყვი ღვინის მჟავას არ გადარეცხავს.