შოტლანდიის პირველი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობას მის სიცოცხლეში მოიპოვებს, - ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება. შოტლანდია თავის ადგილს დაიკავებს გაეროში სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ერთად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთიდან გამოყოფის შემდეგ ინგლისთან პარტნიორობას არ შევინარჩუნებთ. ეს ორივე მხარის ინტერესებში შედის,“-აღნიშნა ნიკოლა სტერჯენმა.
დამუკიდებლობის გამოცხადებაზე შოტლანდია რეფერენდუმის ჩატარებას 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში გეგმავს.