მეწარმისათვის საგადასახადო აგენტის მომსახურეობის გასაწევად შემოსავლების სამსახურს დამატებითი კადრების მოზიდვა არ დასჭირდება, ამის შესახებ შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განაცხადა. სირაძის განმარტებით, საგადასახადო აგენტთა ინსიტუტი მთლიანად არსებული კადრებით დაკონპლექტდება. მინისტრის მოადგილის თქმით, პირველი ეტაპისათვის საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური გადამზადება ჩაუტარდებათ და ამის შემდეგ საგადასახადო აგენტის მოვალეობის შესრულებას დაიწყებენ. ახალ საგადასახადო კოდექსში მომსახურეობის ტარიფები გაწერილი არ არის, თუმცა ირაკლი სირაძის განმარტებით ტარიფები შემდგომ მინისტრის მიერ გამოცემული დებულებით განსაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადამხდელს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა უმატივდება. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, მეწარმეს საშუალება ეძლევა საგადასახადო აგენტი აიყვანოს. საგადასახადო აგენტი პირადი ბანკირის მსგავსი ინსტიტუტია. საგადასახდო კოდექსის პროექტის მიხედვით, საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.