5 ათასამდე კვების ობიექტს იტალიაში კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. საგანგაშო სტატისტიკას იტალიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა კონფედერაცია აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური კლანები ეკონომიკური კრიზისებით სარგებლობენ და კაფეებსა და რესტორნებში დებენ ინვესტიციებს. ამით ისინი ფულის გათეთრებას ახერხებენ.