დსთ-ს ყველა ქვეყანა ტერორისტული თავდასხმების ობიექტი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დესეთეს ქვეყნების უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გამოსწორებულა. ამის დასტურია სანკტ-პეტერბურგში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ,“-აღნიშნა პუტინმა.