რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების აპელაცია არ დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა ქვეყანაში კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.
ორგანიზაციის ოფისებში ჩხრეკა რამდენჯერმე ჩატარდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამოღებული დოკუმენტები ექსტრემისტულ ნიშნებს მოიცავს.
იეჰოვას მოწმეები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებენ.