სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სპეციალური რეზოლუცია შეიტანა. მომხდარზე პასუხისმგებლობას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი 3 ქვეყანა ბაშარ ასადს აკისრებს. ავიადარტყმები ხან-შეიჰუნის რაიონზე გუშინ დილით განხორციელდა. ქალაქი, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, სავარაუდოდ ქიმიური ჭურვებით დაბომბეს, რასაც 58 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. სირიის მოქმედი რეჟიმი ბრალდებას უარყოფს.