ესპანური მედია ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავების შესახებ წერს. გამოცემა eldiario.es ცნობით, დაკავებულია 17 პირი, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, ბარსელონასა და მადრიდში სახლებს ქურდავდნენ.
17 ქართველის გარდა, ერთი სასომხეთის მოქალქეა, რომელიც ნაძარცვი საქონლის რეალიზებით იყო დაკავებული.
გამოძიება ესპანეთში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ახლაც გრძელდება.