ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი აღიარებს, რომ მას და საელჩოს თანამშრომელთა უმრავლესობას ბრიტნი სპირსის შემოქმედება მოსწონს. „დიახ, მე მომწონს ბრიტნი სპირსი. იგივე შემიძლია ვთქვა საელჩოს თანამშრომლებზე, როგორც ამერიკელებზე, ისე რუსებზე. ისინიც ბრიტნი სპირსს უსმენენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მუსიკა ადამიანებს აერთიანებს,“-წერს ტეფტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.