სირიაში მომწამვლელი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მომწამვლელმა გაზმა ხან-შეიჰუნის რაიონში 58 ადამიანი იმსხვერპლა. ტელეკომპანია ალ-არაბიას ინფორმაციით კი დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. ოფიციალურმა დამასკომ უკვე განაცხადა, რომ სირიის არმიას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია. ხან-შეიჰუნის რაიონს ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.