სანკტ-პეტერბურგის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსული მედიის ინფორმაციით, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუში-ბარში მზარეულად მუშაობდა. მას სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეში“ საკუთარი გვერდიც ჰქონდა გახსნილი, რომელზეც სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. ძირითად ჰობად ეჭვმიტანილს აღმოსავლური ორთაბრძოლები ჰქონდა მითითებული. ის ჯგუფ „მე მიყვარს ისლამშიც“ იყო გაწევრიანებული. ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა უკვე დაადასტურა, რომ ჯალილოვი ეთნიკური ყირგიზია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.