იაპონიაში გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ. ტოკიოს რეკრეაციულ პარკში საკურა აყვავდა. ადგილობრივებმა პარკს ოჯახებთან ერთად მიაშურეს. საკურა იაპონური კულტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. ალუბლების ყვავილობა ორ კვირამდე გრძელდება. საგაზაფხულო ფესტივალი ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება.