რუსეთი ბელარუსის ვალების რეფინანსირებას მოახდენს. ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა ვასილი მატიუშევსკიმ განაცხადა. საუბარია 800 მილიონიან დავალიანებაზე, რომლის გადახდაზეც მინსკი უარს აცხადებდა, თუმცა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რუსეთსა და ბელარუსს შორის გადაუჭრელი საკითხები აღარ დარჩა.