ასტრახანში პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. თავდასხმა ავტოინსპექტორებზე 4 აპრილის ღამეს განხორციელდა. ორი სამართალდამცველი ქალაქის ცენტრში მანქანაში ჩაცხრილეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მკვლელობაში 8 პირია ეჭვმიტანილი. ერთი მათგანი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.