სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა. ცნობილი ხდება ტერორისტის სავარაუდო ვინაობაც. ის სავარაუდოდ, ეთნიკური ყირგიზია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. მასშტაბური ტერორისტული აქტი რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში გუშინ განხორციელდა. ბომბი მატარებლის ვაგონში აფეთქდა.