სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი, წარმოშობით ყირგიზი, აკბარჯონ ჯალილოვია. ,,ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში ადასტურებენ. ჯალილოვი 1995 წელსაა დაბადებული და ის რუსეთის მოქალაქეა.
რუსული მედიის ცნობით, ყირგიზეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს ბიშკეკისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და „სენნაია პლოშადს“ შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაშავდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.