ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურის აფეთქების ფაქტს ეხმაურება. იგი დაშავებული და დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სანკ-პეტერბურგის მეტროს აფეთქება შეეხო. ასევე, ჩემი თანაგრძნობა მათ ახლობლებსა და რუს ხალხს", - წერს იენს სტოლტენბერგი
სანკტ-პეტერბურგის მეტროს აფეთქების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 22 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.